Rom.1.1; 2Cor.1.1; Eph.1.1; Col.1.1; 2Tim.1.1
1Cor.6.11; 1Cor.1.30; John.17.19; Rom.1.7; Acts.9.14
1Cor.1.2
Rom.1.8
2Cor.9.11; 2Cor.6.10; 2Cor.8.7; 1Cor.12.8; Rom.15.14; 1John.2.20
2Tim.1.8; 2Thess.1.10; 1Tim.2.6; Rev.1.2
Rom.8.19; Phil.3.20; Heb.9.28; Luke.17.30; 2Pet.3.12
Phil.1.6; 1Thess.3.13; Col.1.22; 1Cor.5.5; 2Cor.1.14; Phil.2.16; Luke.17.24
1Cor.10.13; Deut.7.9; Isa.49.7; 2Cor.1.18; 1John.1.3
1Cor.11.18; Phil.1.27
1Cor.3.3
1Cor.3.4; Matt.23.9-Matt.23.10; Acts.18.24; John.1.42
1Cor.12.5; 2Cor.11.4; Eph.4.5; Acts.8.16
Acts.18.8; Rom.16.23
1Cor.16.15; 1Cor.16.17
1Cor.2.1; 1Cor.2.4; 1Cor.2.13; 2Cor.10.10; 2Cor.11.6; 2Pet.1.16
1Cor.1.21; 1Cor.1.23; 1Cor.1.25; 1Cor.2.14; 2Cor.2.15; 2Cor.4.3; 2Thess.2.10; 1Cor.15.2; Acts.2.47; Rom.1.16; 1Cor.1.24
Isa.29.14; Job.5.12-Job.5.13; Jer.8.9; Matt.11.25
Isa.19.12; 1Cor.2.6; 1Cor.3.19; Isa.44.25; Rom.1.22; 1Cor.1.26
Matt.12.38
Gal.5.11; 1Pet.2.8
1Cor.1.18; 1Cor.1.30; Col.2.3; Luke.11.49
1Cor.2.8; John.7.48; 1Cor.1.20; Matt.11.25
Jas.2.5; Ps.8.3
Rom.4.17; 1Cor.2.6; Job.34.19; Job.34.24
Eph.2.9; Judg.7.2
1Cor.1.24; Jer.23.5-Jer.23.6; Jer.33.16; 2Cor.5.21; Phil.3.9; 1Cor.1.2; Eph.1.7; Col.1.14; Rom.3.24
2Cor.10.17; Jer.9.23-Jer.9.24

პავლე მოციქულის პირველი წერილი კორინთელთა მიმართ



ახალი აღთქმა
http://ibt.org.ru/bible
ახალი აღთქმა დაკვირვებული მსმენელი და მკითხველი შეამჩნევს, რომ აუდიოჩანაწერი და ბეჭდური ტექსტი ზოგ შემთხვევაში განსხვავებულია. ახალი აღთქმის თარგმანი რამდენჯერმე გამოიცა გასული წლის 80-იან და 90-იან წლებში. შემდგომში თარგმანი საფუძვლიანად გადამუშავდა და გამოიცა 2001 წელს. განსხვევებების მიზეზი ისაა, რომ აუდიოჩანაწერი ეყრდნობა 1993 წლის გამოცემას, ხოლო ბეჭდური ტექსტი წარმოადგენს 2001 წლის გადამუშავებულ რედაქციას.

ახალი აღთქმა
თარგმნილია ქართულად 1974-1979 წწ.
მთარგმნელი: გ.წ.
რედაქტორები და კორექტორები: ბ.ა., ა.ბ., ც.ბ., დ.შ.
პირველი გამოცემა: 1980 წ.
განახლებული გამოცემა: 1982, 1985, 1990, 1991, 1993 წწ.
გადამუშავებული რედაქცია 1988-2001 წწ.
მთარგმნელ-რედაქტორები:
დ-რი ზურაბ კიკნაძე
მალხაზ სონღულაშვილი
სარედაქციო კოლეგია:
დ-რი ბორისლავ არაპოვიჩი
დ-რი საიმონ კრისპი
ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, 1980, 1998, 2001.



Copyrighted: © ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, 1980, 1998, 2001

Институт перевода Библии
Институт перевода Библии, 101000 Москва, Главпочтамт, а/я 360
ibt_inform@ibt.org.ru
უკან
დახურვა
:
1 პავლე, იესო ქრისტეს მოწოდებული მოციქული ღვთის ნებით და ძმა სოსთენი,
2 ღვთის ეკლესიას, რომელიც კორინთოშია, ქრისტე იესოში განწმენდილთ, მოწოდებულ წმიდებს, ყველასთან ერთად, ვინც მოუხმობს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელს, ყველა ადგილას — მათთან და ჩვენთან:
3 მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან.
4 მარადის ვმადლობ ღმერთს თქვენთვის, ღვთის მადლისათვის, რომელიც გებოძათ თქვენ ქრისტე იესოში,
5 იმიტომ, რომ გამდიდრდით მასში ყოველივეთი, ყოველგვარი სიტყვით და ყოველგვარი ცოდნით,
6 რადგან ქრისტეს მოწმობა განმტკიცდა თქვენში,
7 ისე, რომ არ გაკლიათ არავითარი ნიჭი ჩვენი უფლის იესო ქრისტეს გამოცხადების მოლოდინში,
8 ვინც განგამტკიცებთ თქვენ ბოლომდე, რათა უმწიკვლო იყოთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს დღეს.
9 სარწმუნოა ღმერთი, რომლისგანაც იქენით მოწოდებულნი მის ძესთან, ჩვენს უფალ იესო ქრისტესთან თანაზიარებისათვის.
10 ხოლო მე შეგაგონებთ, ძმანო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, რომ ყველანი ამბობდეთ ერთსა და იმავეს და არ იყოს თქვენში განხეთქილება, არამედ გაერთიანებულნი იყოთ გონებით და აზრით.
11 რადგან ჩემთვის ცნობილი გახდა, ძმანო, ქლოეს ხალხისგან, რომ თქვენს შორის დავაა.
12 მე ვგულისხმობ, რომ ყოველი თქვენგანი ამბობს: მე პავლესი ვარ, მე აპოლოსისა, მე კეფასი, მე კი ქრისტესიო.
13 განა გაიყო ქრისტე? განა პავლე ეცვა ჯვარს თქვენთვის? ან პავლეს სახელით მოინათლეთ?
14 მადლობას ვწირავ ღმერთს, რომ არცერთი თქვენგანი არ მომინათლავს, გარდა კრისპოსის და გაიოზისა,
15 რათა ვინმემ არ თქვას, რომ ჩემი სახელით მოინათლეთ.
16 მოვნათლე აგრეთვე სტეფანას სახლი. მათ გარდა კი, არ ვიცი, თუ მოვნათლე ვინმე,
17 რადგან ქრისტეს არ მოვუვლენივარ სანათლავად, არამედ სახარებლად — არა ბრძნული სიტყვებით, რათა არ გაუქმებულიყო ქრისტეს ჯვარი.
18 ვინაიდან სიტყვა ჯვრის შესახებ სისულელეა მათთვის, რომელნიც იღუპებიან, ხოლო ჩვენთვის, რომელნიც გადავრჩებით, ღვთის ძალაა.
19 რადგან სწერია: „ბრძენთა სიბრძნეს მოვსპობ და გონიერთა გონიერებას არად ჩავაგდებ.“
20 სად არის ბრძენი? სად არის მწიგნობარი? სად არის ამ საუკუნის მოკამათე? განა სისულელედ არ აქცია ღმერთმა სიბრძნე ამ სოფლისა?
21 ვინაიდან, რაკი ღვთაებრივ სიბრძნეში ვერ იცნო ღმერთი სოფელმა თავისი სიბრძნით, ღვთისთვის სათნო იყო მორწმუნეთა ხსნა ქადაგების უგუნურებით.
22 რადგან იუდეველნი მოითხოვენ სასწაულებს და ბერძნები სიბრძნეს ეძებენ,
23 ხოლო ჩვენ ვქადაგებთ ჯვარცმულ ქრისტეს: იუდეველთათვის საცდურს და ბერძენთათვის — უგუნურებას,
24 ხოლო მოწოდებულთათვის — იუდეველებისთვისაც და ბერძნებისთვისაც — ვქადაგებთ ქრისტეს — ღვთის ძალას და ღვთის სიბრძნეს.
25 რადგან უგნურება ღვთისა ადამიანებზე უბრძენესია და უძლურება ღვთისა — ადამიანებზე უძლიერესი.
26 ნახეთ, ძმანო, ვინ ხართ მოწოდებულნი: ბევრი არ არის ხორციელად ბრძენი, ბევრი არ არის ძლიერი და ბევრი არ არის წარჩინებული.
27 არამედ სოფლის უმეცარნი ამოარჩია ღმერთმა, რათა შეარცხვინოს ბრძენნი, და სოფლის უძლურნი ამოარჩია ღმერთმა, რათა შეარცხვინოს ძლიერნი.
28 მდაბიონი ამოარჩია ღმერთმა და დამცირებულნი, და არარსებული, რათა გააუქმოს არსებული,
29 რომ არც ერთი ხორციელი არ იქადოდეს ღვთის წინაშე.
30 იმისგან ხართ თქვენ ქრისტე იესოში, რომელიც გახდა ჩვენთვის სიბრძნედ ღვთისმიერ, სიმართლედ, განწმედად და გამოსყიდვად.
31 რათა იყოს, როგორც სწერია: „ვინც იქადის, უფლით დაიქადოს.“