Luke.3.23-Luke.3.38; 2Sam.7.12-2Sam.7.16; Ps.131.11; Isa.11.1; Jer.23.5; Luke.1.32; Luke.1.69; John.7.42; Acts.2.30; Acts.13.23; Rom.1.3; 2Tim.2.8; Rev.22.16; Gen.22.18; Gal.3.16
Gen.21.3; Gen.25.26; Gen.29.35
Ruth.4.18-Ruth.4.22; 1Chr.2.1-1Chr.2.15
Josh.6.24
1Sam.16.1; 1Sam.17.12; 2Sam.12.24; 2Sam.12.10
Matt.1.7-Matt.1.10; 1Chr.3.10-1Chr.3.14
2Kgs.15.1; 1Chr.3.11-1Chr.3.12
1Chr.3.15-1Chr.3.16; Esth.2.6; Jer.24.1; Jer.27.20
1Chr.3.17-1Chr.3.19; Luke.3.27; Ezra.3.2
Luke.3.23
Matt.2.4; Matt.11.2; Matt.16.16; Matt.22.42; Matt.23.10; Mark.8.29; Luke.3.15; John.1.41; John.4.25
Matt.1.1; Mark.1.1; John.1.17; John.17.3; Matt.1.16; Luke.1.27; Luke.1.35
Deut.24.1
Matt.2.13; Matt.2.19; Matt.2.12; Matt.2.22
Matt.1.25; Luke.1.31; Luke.2.21; Luke.2.11; Acts.4.12; Acts.5.31; Acts.13.23; Acts.13.38; Acts.3.26
Matt.21.4; Matt.26.56; John.19.36; Matt.2.15; Matt.2.23; Matt.4.14; Mark.14.49
Isa.7.14; Isa.8.8; Isa.8.10; Matt.28.20
Matt.1.21

წინასიტყვაობა

თავდაპირველად 1973 წელს განვიზრახეთ, ახალქართულად გვეთარგმნა საღვთო წერილი, რათა თანამედროვე მკითხველისათვის გაგვეადვილებინა ტექსტის გაგება. 1974 წლიდან შევუდექით ამ მეტად საძნელო საქმეს. ქართული ახალი აღთქმა ითარგმნებოდა და გამისაცემად მზადდებოდა: ისრაელში, ავსტრიასა და შვეციაში. ჩვენ ამოცანად დავისახეთ, რაც შეიძლება ზუსტად გადმოგვეცა ახალი აღთქმის დედნის ტექსტი, ამიტომ 1979 წელს თარგმანი გულმოდგინედ შევუდარეთ ბერძნულ ორიგინალს. იმავე წელს ჭაშნიკად გამოვაქვეყნეთ იოანეს სახარების ჩვენეული თარგმანი, ხოლო მომდევნო, 1980 წელს — მთელი ახალი აღთქმა.
1982 წელს გამოვეცით ახალი აღთქმის განახლებული ტექსტი, რომელსაც დავურთეთ ძველებრაულიდან ადრევე თარგმნილი ფსალმუნები. მას აქეთ ჩვენი თარგმანი კიდევ რამოდენიმეჯერ გამოიცა თითქმის უცვლელი სახით.
ამუამად კი მოწიწებით გთავაზობთ ხსენებული თარგმანის გადამუშავებულ რედაქციას, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით შეასრულეს პროფრსორმა ზ. კიკნაძემ და მისმა მოწაფემ, მ. სონღულაშვილმა.
მთარგმნელ-რედაქტორებმა თარგმანი კიდევ ერთხელ შეუდარეს ბერძნულ დედანს, გაითვალისწინეს ბიბლიის სხვადასხვაენოვანი თარგმანები და საღვთო ეწრილის ქართულად თარგმნის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია. ტექსტის გამართვისას გამოყენებულ იქნა გაერთიანებულ ბიბლიურ საზოგადოებათა მიერ გამოცემული დამხმარე ლიტერატურა, ახალი აღთქმის ბერძნულის საუკეთესო ლექსიკონები. ერთი სიტყვით, თარგმანი საფუძვლიანად გადამუშავდა და ლიტერატურულად გაშალაშინდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ამით არ ვწყვეტთ ახალი აღთქმის ქართულ თარგმანზე მუშაობას, ღვთის შემწეობით, ჩვენ კვლავაც ვიზრუნებთ მის გაუმჯობესებაზე.
იმ მიზნით, რომ ღვთის სიტყვა უფრო იოლად მისაწვდომი გამხდარიყო ფართო მკითხველისათვის, წინამდებარე გამოცემაში გამოციყენეთ თანამედროვე პუნქტუაცია, რაც, ვიმედოვნებთ, მისაღები უნდა იყოს.
ღმერთმა დალოცოს ქართველი ერი და სიმართლის გზით ატაროს!
ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი
სტოკჰოლმი, შვეცია

მათეს სახარება



ახალი აღთქმა
http://ibt.org.ru/bible
ახალი აღთქმა დაკვირვებული მსმენელი და მკითხველი შეამჩნევს, რომ აუდიოჩანაწერი და ბეჭდური ტექსტი ზოგ შემთხვევაში განსხვავებულია. ახალი აღთქმის თარგმანი რამდენჯერმე გამოიცა გასული წლის 80-იან და 90-იან წლებში. შემდგომში თარგმანი საფუძვლიანად გადამუშავდა და გამოიცა 2001 წელს. განსხვევებების მიზეზი ისაა, რომ აუდიოჩანაწერი ეყრდნობა 1993 წლის გამოცემას, ხოლო ბეჭდური ტექსტი წარმოადგენს 2001 წლის გადამუშავებულ რედაქციას.

ახალი აღთქმა
თარგმნილია ქართულად 1974-1979 წწ.
მთარგმნელი: გ.წ.
რედაქტორები და კორექტორები: ბ.ა., ა.ბ., ც.ბ., დ.შ.
პირველი გამოცემა: 1980 წ.
განახლებული გამოცემა: 1982, 1985, 1990, 1991, 1993 წწ.
გადამუშავებული რედაქცია 1988-2001 წწ.
მთარგმნელ-რედაქტორები:
დ-რი ზურაბ კიკნაძე
მალხაზ სონღულაშვილი
სარედაქციო კოლეგია:
დ-რი ბორისლავ არაპოვიჩი
დ-რი საიმონ კრისპი
ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, 1980, 1998, 2001.



Copyrighted: © ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, 1980, 1998, 2001

Институт перевода Библии
Институт перевода Библии, 101000 Москва, Главпочтамт, а/я 360
ibt_inform@ibt.org.ru
უკან
დახურვა
:

იესოს წარმოშობა

1 წიგნი წარმოშობისა იესო ქრისტესი: დავითის ძისა, აბრაამის ძისა.
2 აბრაამმა შვა ისაკი; ისაკმა შვა იაკობი; იაკობმა შვა იუდა და მისი ძმები;
3 იუდამ შვა ფერეცი და ზერახი თამარისგან; ფერეცმა შვა ხეცრონი; ხეცრონმა შვა რამი;
4 რამმა შვა ყამინადაბი; ყამინადაბმა შვა ნახშონი; ნახშონმა შვა სალმონი;
5 სალმონმა შვა ბოყაზი რახაბისგან; ბოყაზმა შვა ყობედი რუთისგან; ყობედმა შვა იესე.
6 იესემ შვა დავით მეფე; დავით მეფემ შვა სოლომონი ურიას ცოლისგან.
7 სოლომონმა შვა რეხაბყამი; რეხაბყამმა შვა აბია; აბიამ შვა ასა.
8 ასამ შვა იოშაფატი; იოშაფატმა შვა იორამი; იორამმა შვა ყუზია;
9 ყუზიამ შვა იოთამი; იოთამმა შვა ახაზი; ახაზმა შვა ხიზკია;
10 ხიზკიამ შვა მენაშე; მენაშემ შვა ამონი; ამონმა შვა იოშია;
11 იოშიამ შვა იეხონია და მისი ძმანი ბაბილონში გადასახლების წინ;
12 ბაბილონში გადასახლების შემდგომ იეხონიამ შვა შეალთიელი; შეალთიელმა შვა ზერუბაბელი;
13 ზერუბაბელმა შვა აბიჰუდი; აბიჰუდმა შვა ელიაკიმი; ელიაკიმმა შვა ყაზური;
14 ყაზურმა შვა ცადოკი; ცადოკმა შვა იაქინი; იაქინმა შვა ელიჰუდი;
15 ელიჰუდმა შვა ელეაზარი; ელეაზარმა შვა მათანი; მათანმა შვა იაკობი;
16 იაკობმა შვა იოსები, ქმარი მარიამისა, რომლისაგანაც იშვა იესო, რომელსაც ჰქვია ქრისტე.
17 ამრიგად მთელი თაობა აბრაამიდან დავითამდე — თოთხმეტი თაობა; დავითიდან ბაბილონში გადასახლებამდე — თოთხმეტი თაობა; ბაბილონში გადასახლებიდან ქრისტემდე — თოთხმეტი თაობა.

იესოს შობა

18 ხოლო იესო ქრისტეს შობა ასე მოხდა: დედამისი, მარიამი იოსებზე დანიშვნის შემდეგ, ვიდრე ისინი შეუღლდებოდნენ, სულიწმიდისაგან დაორსულებული აღმოჩნდა;
19 ხოლო იოსები, მისი ქმარი, მართალი იყო, და არ ისურვა მისი მხილება, უნდოდა ფარულად გაეშვა იგი.
20 როცა ამას ფიქრობდა, აჰა, ეჩვენა მას სიზმარში უფლის ანგელოზი და უთხრა: „იოსებ, ძეო დავითისა, ნუ გაშინებს შენი ცოლის, მარიამის, მიღება, ვინაიდან მასში ჩასახული სულიწმიდისგან არის.
21 შობს ძეს და დაარქმევ მას სახელად იესოს, ვინაიდან იგი იხსნის თავის ხალხს მათი ცოდვებისაგან.“
22 ყოველივე ეს მოხდა, რათა აღსრულდეს უფლის ნათქვამი წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს:
23 „აჰა, მუცლად-იღებს ქალწული, შობს ძეს და უწოდებენ სახელად ემანუელს“, — რაც თარგმანით ნიშნავს: „ჩვენთან არს ღმერთი.“
24 სიზმრისაგან გამოფხიზლებული იოსები ისე მოიქცა, როგორც უფლის ანგელოზმა უბრძანა, და მიიღო თავისი ცოლი.
25 და არ შეუცვნია იგი, ვიდრე არა შვა თავისი ძე. და დაარქვა მას იოსებმა სახელად იესო.